Aa
Aa

Calciomercato: სარიმ ყოფილი შეგირდის ტრანსფერი დაუკვეთა!

მაურიციო სარიმ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებს ყოფილი შეგირდის, დრის მერტენსის „ალიანც სთედიუმზე“ გადაყვანა დაუკვეთა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Calciomercato ავრცელებს.

ყველაფერი იქიდან დაიწყო, რაც აგენტმა ანტონიო ოტაიანომ Radio Sportiva-სთან საუბრისას განაცხადა, რომ „იუვე“ გულშემატკივრებს სიურპრიზს უმზადებს და სარის მოთხოვნით, თავისუფალ აგენტს დაიმატებს.

მერტენსი კი მალე სწორედ ასეთი იქნება, მას „ნაპოლისთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება, „იუვე“ კი მის საკუთარ შემადგენლობაში ჩასარიცხად, „ინტერს“ შეერკინება. რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, თითქოს ბელგიელი მილანურ კლუბს უკვე შეუთანხმდა.

32 წლის შემტევი ამჟამინდელ კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას რომ არ აპირებს, ძველი ამბავია. მას წინადადებები უცხოეთიდანაც აქვს, თუმცა, უფრო იტალიაში დარჩენას ამჯობინებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები