მარადონა მესის ესაუბრა...
Aa
Aa

მარადონა მესის ესაუბრა...

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ სააგენტო espnfc-სთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ გუშინ ლიონელ მესის ესაუბრა, შემდეგ კი ასეთი კომენტარი გააკეთა.

"მესის ახლა უნდა ვაცადოთ, რომ კარგად დაისვენოს და მომხდარი გაანალიზოს. მას ამ მომენტში ზედმეტი კითხვები არ უნდა დავუსვათ და დაბრუნების თხოვნაც უაზრობაა".

"საუბრის შინაარსი დიდად საინტერესო არაა, უბრალოდ მე მას ვუთხარი, რომ მხოლოდ არდადეგებზე იფიქროს და ცოტა ხნით საფეხბურთო სამყაროს საერთოდ მოშორდეს". - განუცხადა espnfc-ს მარადონამ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები