Aa
Aa

GDS: "ინტერი" ერიქსენს უახლოვდება!

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანის „ინტერსა“ და კრისტიან ერიქსენს შორის აქტიური სატრანსფერო მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაში შედის.

ჟურნალისტ ნიკო შირას ინფორმაციით, მხარეებს შორის საუბარი სწრაფი ტემპით პროგრესირებს და საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ ჯერი კონტრაქტის დეტალების შეთანხმებაზეა.

ლომბარდიელები ერიქსენს 4-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობენ და მისი გადაბირება იანვარშივე სურთ. თუმცა, როგორც შირა ირწმუნება, დანიელ გამთამაშებელს „ჯუზეპე მეაცაზე“ გადასვლა ზაფხულში უნდა.

კრისტიან ერიქსენს „ტოტენჰემთან“ კონტრაქტი სეზონის ბოლოს უსრულდება, ამიტომ მისი იანვარშივე გასხვისება კლუბის გეგმებშიცაა. „დეზები“ ტრანსფერის სანაცვლოდ 20-25 მილიონ ევროს ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები