Aa
Aa

თუ ტოდიბო არ გამოვა... - "მილანის" ორი ალტერნატივა

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, „მილანი“ ჟან-კლერ ტოდიბოს ალტერნატივად ორ ფეხბურთელს - ანდრეას კრისტენსენსა და საიმონ კიაერს მოიაზრებს.

გამოცემის გავლენიანი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს თქმით, კრისტენსენი მხოლოდ იდეის დონეზეა, მთავარი აქცენტი კი კიაერზეა, რომელიც, შესაძლოა, მატია კალდარაში გაიცვალოს.

მილანელები ფიქრობენ, რომ პრაქტიკის გარეშე დარჩენილი ნიჭიერი კალდარა ყოფილ კლუბ „ატალანტას“ იჯარის წესით დაუთმონ, მის სანაცვლოდ კი „ნერაძურისგან“ ასევე იჯარით კიაერი აიყვანონ.

თუმცა, კიაერის სატრანსფერო უფლებები „სევილიას“ ეკუთვნის და, შესაძლოა, გარკვეული მოლაპარაკება მასთანაც გახდეს საჭირო.

რაც შეეხება ტოდიბოს ტრანსფერს, ლომბარდიელები ამ საკითხზე მოლაპარაკებებს რამდენიმე კვირაა მართავენ, მაგრამ 20 წლის მცველს არაერთი მსურველი ჰყავს და საბოლოო შეთანხმებამდე მისვლა იოლი არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები