soccernews.nl: გურამ კაშიას პრემიერ ლიგის გუნდი ეპატიჟება!
Aa
Aa

soccernews.nl: გურამ კაშიას პრემიერ ლიგის გუნდი ეპატიჟება!

არნემის "ვიტესის" ქართველი კაპიტანი გურამ კაშია, პრემიერ ლიგის ერთ-ერთი წარმომადგენლის, "ევერტონის" შესაძლო ტრანსფერად სახელდება.

მოგეხსენებათ, ლივერპულურ გუნდში მთავარ მწვრთნელად რონალდ კუმანი დაინიშნა, რომელსაც დაცვის ხაზის გაძლიერება აქვს განზრახული და საამისოდ მისი ერთ-ერთი კანდიდატურა სწორედ კაშიაა. 

გარდა ქართველი მცველისა, კუმანს "ერედივიზიედან" კიდევ 3 უკანახაზელის გადაბირება სურს: სანტიაგო არიასი ("პსვ"), ჟოელ ველტმანი და მიტჩელ დიიკსი (ორივე "აიაქსი"). 

28 წლის კაშია (29-ის 4 ივლისს გახდება) არნემულ კლუბში 2010 წელს თბილისის "დინამოდან" გადავიდა და მას შემდეგ 178 შეხვედრაში 16 გოლის გატანა მოახერხა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები