გალიანი: ინძაგი მომავალ სეზონშიც „მილანის“ მთავარი მწვრთნელი იქნება
Aa
Aa

გალიანი: ინძაგი მომავალ სეზონშიც „მილანის“ მთავარი მწვრთნელი იქნება

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ ის გუნდის მთავარ მწვრთნელს სრულ ნდობას უცხადებს, და დიდი ალბათობით ფილიპო ინძაგი დაკავებულ პოსტზე მუშაობას მომავალ სეზონშიც გააგრძელებს.

 

„ინძაგის „მილანთან“ კონტრაქტი აკავშირებს და ის ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ჩვენთან დარჩება. მე დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი სეზონის დარჩენილ შეხვედრებს კარგად ჩაატარებს და მომავალ წელს „ევროპის ლიგაზე“ ასპარეზობის საშუალება გვექნება. ამ მომენტში ჩვენ მე-6 პოზიციას 7 ქულით ჩამოვრჩებით, რაც არც თუ ისე ცოტაა, თუმცა წარმატების იმედი იქამდე გვექნება სანამ ეს მათემატიკურად შესაძლებელი იქნება. რაც შეეხება პრეზიდენტს, გულშემატკივრები მისი მადლიერები უნდა იყვნენ, რადგან ბერლუსკონიმ გუნდს არნახული წარმატება მოუტანა. რომ არა იგი, „მილანი“ 5 ჩემპიონთა თასს ვერ მოიგებდა“ - განაცხადა ადრიანო გალიანიმ „MilanNews“-თან საუბარში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები