პარატიჩი: „რაბიო და ჯანი ზამთარში იუვენტუსს არ დატოვებენ“
Aa
Aa

პარატიჩი: „რაბიო და ჯანი ზამთარში იუვენტუსს არ დატოვებენ“

 „იუვენტუსის“ დირექტორი, ფაბიო პარატიჩი აცხადებს, რომ ემრე ჯანი და ადრიენ რაბიო ზამთარში ადგილსამყოფელს არ შეიცვლიან. „ბიანკონერის“ მაღალჩინოსანმა ხსენებული დუეტის შესახებ Sky Sport Italia-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

„ემრე ჯანის წასვლას გამოვრიცხავ. ის ჩვენთან ერთად დარჩება. საერთაშორისო ასპარეზზე ჯანი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია, მაგრამ ის ჩვენი პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია“.

„რაბიო ჩვენთან როცა მოვიდა, რვა თვის უთამაშებელი იყო. ბუნებრივია ადაპტაციისთვის და ფიზიკური კონდიციების დასაბრუნებლად მას დრო დასჭირდა. რაბიომ მსხვერპლი გაიღო და როცა ყველაფერს შეეგუა, მაღალ დონეზე ათამაშდა. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ის გუნდში დარჩება. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მის მომავალთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს“.

„ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავს და კონკურენცია ძალიან დიდია. როცა მაღალ დონეზე ასპარეზობ, ასეც უნდა იყოს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები