გაუგებრობა დასრულდა - ვალვერდე ვიდალს დაელაპარაკა, მეტი სათამაშო დრო ჩილელს
Aa
Aa

გაუგებრობა დასრულდა - ვალვერდე ვიდალს დაელაპარაკა, მეტი სათამაშო დრო ჩილელს

„ბარსელონამ“ როგორც იქნა არტურო ვიდალი დააწყნარა და მის ირგვლივ არეული ვითარება დაასრულა.

Sport-ის ცნობით, კლუბი ჩილელს დაელაპარაკა, ვიდალს პირისპირ საუბარი ერნესტო ვალვერდესთანაც ჰქონდა, რომელიც მას 2020 წელს მეტ ნდობას და გაცილებით მეთ სათამაშო დროს შეჰპირდა.

ვიდალი გუნდში თავისი როლით უკმაყოფილო იყო და მეტ სათამაშო წუთებს ითხოვდა, რაც სავსებით ლოგიკურიც გახლდათ.

ყველას კარგად ახსოვს „ელ კლასიკოს“ წინ ვიდალის მიერ გამოხატული უკმაყოფილება, როდესაც მან გაიგო რომ ძირითადში ვერ მოხვდა. შემდეგში გამოჩნდა, რომ ვალვერდე მართლაც შეცდა, როცა ჩილელი თადარიგში დატოვა.

მიმდინარე სეზონში „ბლაუგრანას“ ნახევარდაცვა ძალიან ინერტულად და უფერულად გამოიყურება, ერთადერთი ვინც რამე ღირებულს აკეთებს ვიდალია.

ლა ლგის მიმდინარე სეზონში ვიდალმა კარში ზუსტად დარტყმა 6-ჯერ მოახერხა და ყველა მათგანი გოლით დასრულდა. მსგავსი სტატისტიკა სხვა არცერთ მოთამაშეს არ აქვს.

როცა ჩილელი მინდორზეა „ბარსას“ ცენტრი გაცილებით აქტიური და ცოცხალია. იქედან გამომდინარე, რომ არტურ მელო გამუდმებით ტრავმირებულია და რაკიტიჩი ძალიან ინერტული, გაუგებარია თუ რატომ არ აძლევდა ვალვერდე ვიდალს მეტ სათამაშო დროს.

საბოლოოდ, კატალონიელები გონს დროულად მოეგენ და ძალიან მონდომებულ „ინტერს“ არტურო ვიდალის გადაბირების საშუალება არ მისცეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები