„ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც კინაღამ აბრამოვიჩი მოკლა
Aa
Aa

„ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც კინაღამ აბრამოვიჩი მოკლა

„ჩელსის“ ექს-ფეხბურთელმა, პატ ნავინმა BBC Radio Scotland-თან საუბრისას საინტერესო ისტორია გაიხსენა და განაცხადა, რომ შოტლანდიაში დასასვენებლად ყოფნისას კინაღამ რომან აბრამოვიჩი მოკლა.

„დაახლოებით სამი წლის წინ დასასვენებლად არანში ვიყავი და კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მანქანით გადავაადგილდებოდი. ერთ მომენტში მოსახვევში შევუხვიე და კინაღამ ველოსიპედით მომავალ ბიჭს დავეჯახე.

რეაგირება ბოლო წამს მოვახდინე, თორემ დიდი ალბათობით იმ ბიჭს მოვკლავდი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ის ბიჭი რომან აბრამოვიჩი იყო. რა ისტორია იქნებოდა რომან აბრამოვიჩი რომ მომეკლა...

მისი იახტა სანაპიროსთან იდგა, თავად კი ველოსიპედით გადაადგილდებოდა. მან დღემდე არ იცის, რომ ის მე ვიყავი“.

ნავინმა ასევე აღნიშნა, რომ მას აბრამოვიჩთან მეგობრული ურთიერთობა აქვს და დასძინა, რომ რუსი ბიზნესმენი საკმაოდ მორცხვი პიროვნებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები