კაპელო:
Aa
Aa

კაპელო: "ბეილისთვის ფეხბურთი ნომერ პირველი საზრუნავი აღარ არის"

ლეგენდარულმა იტალიელმა სპეციალისტმა ფაბიო კაპელომ გარეთ ბეილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უელსელისთვის ფეხბურთი პრიორიტეტს აღარ წარმოადგენს.

„ბეილი პოტენციურად ფანტასტიური მოთამაშეა, მაგრამ ამ ბოლო დროს გამიჩნდა შთაბეჭდილება, რომ მისთვის ფეხბურთი ცხოვრებაში ნომერ პირველ საზრუნავს უკვე აღარ წარმოადგენს.

ბეილი ამჟამად განცალკევებულ ფეხბურთელად მეჩვენება. მე ის ძალიან მომწონს, სწრაფია, ძლიერია, თანამედროვე ფეხბურთს იდეალურად ერგება.

თუ, დღეს გინდა რომ ჩემპიონი გახდე 100%-ით კონცენტრირებული და მონდომებული უნდა იყო. თუ, ფეხბურთი შენი ცხოვრების ნომერ პირველი მიზანი არ არის, ისე არაფერი გამოგივა“. - კაპელოს სიტყვებს Goal-ი ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი „რეალის“ დატოვებასთან 2019 წლის ზაფხულში ახლოს იყო, თუმცა მადრიდელებმა მისი შემცვლელის შეძენა ვერ მოახერხეს და უელსელს დარჩენა მოუხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები