VIDEO - გოლს პლუს საგოლე გადაცემა - იბრას სადებიუტო მატჩი
Aa
Aa

VIDEO - გოლს პლუს საგოლე გადაცემა - იბრას სადებიუტო მატჩი "მილანში"

„მილანმა“ საახალწლო შესვენების შემდეგ მზადება დაიწყო და 2020 წლის პირველი სპარინგი მე-5 ლიგელ „როდენსესთან“ გამართა, რომელიც 9:0 გაანადგურა.

მსგავს მატჩებს დიდი ყურადღება არ ექცევა ხოლმე, თუმცა ამჯერად განსხვავებული სიტუაცია იყო. „როსონერიში“ ზლატან იბრაჰუმოვიჩი დაბრუნდა და თავისი სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.

იბრამ შეხვედრაში გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო და მატჩის შემდეგ კომენტარიც გააკეთა:

„ისე ვეღარ ვითამაშებ, როგორც 28 წლის ასაკში, თუმცა ახლა ზუსტად ვიცი რაც უნდა გავაკეთო. გამოცდილება დამეხმარება, მაგრამ თავდაუზოგავი შრომაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებლობებს სრულად ვერ გამოვავლენ. გუნდელებისგანაც იგივეს ველი“.

შეგახსენებთ, რომ „მილანი“ სერია ა-ში 21 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება და ევროპა ლიგის ზონას 9, ხოლო ჩემპიონთა ლიგისას 14 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები