ოფიციალურად: ზლატანი
Aa
Aa

ოფიციალურად: ზლატანი "მანჩესტერის" ფეხბურთელია!

გუშინ, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ მისი შემდეგი კლუბი "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება. ამის შესახებ შვედმა ფორვარდმა საკუთარ "ინსტაგრამზე" დაწერა.

როგორც მოგეხსენებათ, 34 წლის ფეხბურთელმა "პარის სენ ჟერმანი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "მანჩესტერს" უფასოდ შეუერთდა.

ზლატანი ახალ კლუბთან 1 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ხოლო ანაზღაურების სახით კვირაში 250 000 გირვანქა-სტერლინგს მიიღებს.

გასულ სეზონში იბრაჰიმოვიჩმა საფრანგეთის ჩემპიონატში 31 შეხვედრა ჩაატარა და 38 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები