Aa
Aa

"ჩელსი" ზაჰას შესაძენად ემზადება - ლამპარდს ახალი შემტევი სურს

Daily Mail-ის ინფორმაციით, „კრისტალ პალასის“ შემტევის ვილფრიდ ზაჰასთვის ბრძოლაში ლონდონის „ჩელსი“ ლიდერობს.

წყაროს ცნობით, „არისტოკრატები“ იანვარში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავენ და ფლანგის ფორვარდის შესაძენად ემზადებიან.

ზაჰას აგენტს პინი ზაჰავის „ჩელსისთან“ კარგი ურთიერთობა აქვს და მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს.

ფრენკ ლამპარდი ტრანსფერის მომხრეა, რაც სიტუაციას კიდევ უფრო აჩქარებს და ტრანსფერს რეალურს ხდის.

„ჩელსი“ პარალელურად „დორტმუნდიდან“ ჯეიდონ სანჩოს შეძენისთვისაც იბრძვის.

სატრანსფერო ბანის მოხსნის შემდეგ ლონდონელები ბაზარზე უმალვე გააქტიურდნენ.

27 წლის ზაჰა „კრისტალ  პალასის“ დატოვებას უკვე კარგა ხანია ცდილობს, თუმცა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ სასურველი წინადადება დღემდე ვერ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები