ერიკსენი
Aa
Aa

ერიკსენი "ინტერში" გადასვლასთან ახლოსაა

კრისტიან ერიკსენი „ტოტენჰემის“ დატოვებასთან მზადაა. დანიელი ნახევარმცველი „ინტერში“ გადასვლას უახლოვდება.

Ekstra Bladet-ის ინფორმაციით, 27 წლის ნახევარმცველი შეთანხმება თითქმის შედგა და ტრანსფერი გარდაუვალია.

„ინტერი“ დანიელს 21 მილიონ ფუნტად შეიძენს. მილანელთა გეგმა ასეთია. რაც შეეხება დაბალ ფასს, ეს ერიკსენის კონტრაქტის დამსახურებაა. როგორც ცნობილია, ფეხბურთელს „დეზებთან“კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მას ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა შეეძლება.

„ტოტენჰემმა“ ბევრი მცდელობის მიუხედავად ერიკსენთან ახალი კონტრაქტის გაფორმება ვერ მოახერხა. ეს ვერც მოურინიომ შეძლო, საბოლოოდ კი რაც ხდება ლოგიკურია. ანტონიო კონტე ნახევარდაცვის ხაზის საგრძნობლად გაძლიერებასთან ახლოსაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები