ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "აზარი სუპერ თასსაც გამოტოვებს"

ზინედინ ზიდანის განცხადებით, 100%-ით გადაწყვეტილია, რომ ედენ აზარი ესპანეთის სუპერ თასის მატჩებშიც ვერ ითამაშებს. ბელგიელის სარეაბილიტაციო პერიოდი გრძელდება, ზიდანმა კი მისი დასრულების სავარაუდო დროზეც გამოთქვა პროგნოზი.

ფრანგმა სპეციალისტმა "სამეფო კლუბის" ერთ-ერთი ლიდერის შესახებ "ხეტაფესთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრა და მოკლე კომენტარი გააკეთა.

"100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ იგი ვერც ესპანეთის სუპერ თასის შეხვედრებში დაგვეხმარება. როგორც ხედავთ, დღეს გუნდთან ერთად არ უმგზავრია, რადგან ჯერ კიდევ სარეაბილიტაციო ეტაპს გადის. იმედი მაქვს, როცა სუპერ თასიდან დავბრუნდებით, მზადებას უკვე მასთან ერთად გავაგრძელებთ". - ამბობს "ზიზუ".

ბელგიელ ვარსკვლავს 26 ნოემბერს, პსჟ-სთან გამართული მატჩის შემდეგ აღარ უთამაშია. მან მიმდინარე სეზონში "ბლანკოსის" მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 1 გოლი შეაგდო.

"რეალი", ლა ლიგის ეგიდით, "ხეტაფეს" ხვალ შეხვდება, რის შემდეგაც საუდის არაბეთში გაემგზავრება და 8 იანვარს დასაწყები 4-გუნდიანი სუპერ თასის ტურნირისთვის მოემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები