ნანი:
Aa
Aa

ნანი: "ახალ წელს შეგვეძლო ვარჯიშზე მთვრალები მივსულიყავით"

პორტუგალიელმა ფეხბურთელმა, ნანიმ "მანჩესტერში" გატარებული წლები გაიხსენა. "ორლანდო სითის" მოთამაშის თქმით, სერ ალექს ფერგიუსონი ყოველთვის მკაცრი არ იყო და იცოდა მის შეგირდებს დასვენება როდის სჭირდებოდათ.

"ღამის ცხოვრებას იმ შემთხვევაში მივსდევდი, თუ მომდევნო დღეს ვისვენებდი, ან თუ შობა ან ახალი წელი დგებოდა. ამ პერიოდში ინგლისში არავის აინტერესებს რას აკეთებ.

ახალ წელს შეგვეძლო ვარჯიშზე მთვრალები მივსულიყავით და მწვრთნელს ეს საერთოდ არ ადარდებდა. სერ ალექსმა იცოდა თავის შეგირდებს როგორ უნდა მოპყრობოდა: "ეს დღე განსაკუთრებულია, მე ფეხბურთელებს ვერაფერს მოვთხოვ" - ამბობდა ფერგი.

მთელი წელიწადის განმავლობაში ფეხბურთს პაუზის გარეშე ვთამაშობდით და ასეთი მომენტები ჩვენთვის აუცილებელი იყო. ასეთი ვარჯიშები სხვებისგან განსხვავდებოდა. ჩვენ გარკვეულწილად ვისვენებდით და ვერთობოდით".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები