რაიოლა
Aa
Aa

რაიოლა "მანჩესტერზე": "ისინი მარადონას, პელეს და მალდინის კარიერასაც დაანგრევდნენ"

ცნობილი საფეხბურთო აგენტი, მინო რაიოლა თავისი კლიენტების "მანჩესტერში" გაშვებას აღარ აპირებს, რადგან მისი აზრით ეს ფეხბურთელთა კარიერაზე ცუდად იმოქმედებს.

რაიოლამ "წითელი ეშმაკების" შესახებ La Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა და განაცხადა: "დღეიდან მანჩესტერში აღარავის გავუშვებ. ისინი მარადონას, პელეს და მალდინის კარიერასაც დაანგრევდნენ. პოლს ისეთი კლუბი სჭირდება, როგორიც იუვენტუსი იყო. ნათელია, რომ მანჩესტერი არაა იქ, სადაც კლუბი თვლის რომ უნდა იყოს".

რაიოლა ჰალანდის ტრანსფერსაც შეეხო და აღნიშნა: "ჰალანდი მოლაპარაკებებს მათთან უფრო აქტიურად აწარმოებდა, ვიდრე სხვა კლუბებთან. მანჩესტერს მასთან პირადად შეხვედრის საშუალებაც ჰქონდა და ოლე შეხვდა კიდეც.

აშკარაა, რომ იუნაიტედი არ აღმოჩნდა ის გუნდი, რომელშიც კარიერის გაგრძელება სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. ბიჭუნას ოლეს ან მანჩესტერის საწინააღმდეგო არაფერი აქვს".

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბას გამო, რაიოლასა და "მანჩესტერს" შორის სიტუაცია დაიძაბა. ჰალანდის სატრანსფერო საგამ კი ყველაფერი გაამწვავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები