Aa
Aa

ჩავი: "ვფიქრობ გუარდიოლა მთავარ პრიორიტეტად ჩემპიონთა ლიგის მოგებას დაისახავს"

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ ფეხბურთელს, ჩავის მიაჩნია, რომ პეპ გუარდიოლა აქცენტს ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთებს. "ალ-სადის" მთავარმა მწვრთნელმა ექს-თავკაცის შესახებ The Mirror-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

"პეპ გუარდიოლა გამარჯვებულადაა დაბადებული. მისთვის მტკივნეულია სიტი ლივერპულს დიდი სხვაობით რომ ჩამორჩება და ბრძოლას აუცილებლად გააგრძელებს, მაგრამ ის ყველაფერს რეალისტურად მიუდგება. დღევანდელი გადმოსახედიდან ჩამორჩენა უზარმაზარია და პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ სიტი პრემიერ ლიგას ზედიზედ მესამედ ვერ დაისაკუთრებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ გუარდიოლა მთავარ პრიორიტეტად ჩემპიონთა ლიგის მოგებას დაისახავს".

"სიტის რეალის წინააღმდეგ ორი ურთულესი შეხვედრა აქვს გასამართი და შესაძლოა ბლანკოსთან მატჩების წინ გუარდიოლამ ფეხბურთელები დაასვენოს. პეპის გუნდი პრემიერ ლიგისთვის ბრძოლაში რომ ყოფილიყო ჩართული, ეს შეუძლებელი იქნებოდა".

"გუარდიოლას ყოველთვის ყველა ტიტულის მოგება უნდა, მაგრამ სეზონის სტარტზე მისთვის რომ გეკითხათ რომელს აირჩევდა, დარწმუნებული ვარ უპირატესობას ჩემპიონთა ლიგას მიანიჭებდა".

"პეპმა სიტისთან ერთად საშინაო ასპარეზზე ყველა ტიტული მოიგო და იცის, რომ ჩემპიონთა ლიგის დასაკუთრება მის გუნდს მომდევნო ეტაპზე ასვლაში დაეხმარება".

შეგახსენებთ, რომ პეპ გუარდიოლას გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას 27 თებერვალს განაახლებს და მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები