Aa
Aa

"რეალის" ღია ვარჯიში - ორმხრივი თამაში, ავტოგრაფები და სამახსოვრო ბურთები

მადრიდის „რეალმა“ 2019 წლის ბოლო ვარჯიში გამართა და მასზე დასწრების საშუალება ყველა მსურველს მისცა. საწვრთნელი პროცესი ალფრედო დი სტეფანოს სახელობის სტადიონზე, საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.

ზინედინ ზიდანმა ფეხბურთელები მსუბუქად დატვირთა, ბოლოს კი ორმხრივად ათამაშა, რასაც თვალი ათასობით გულშემატკივარმა ადევნა.

ვარჯიშის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები ფანებს მიესალმნენ, ავტოგრაფები დაურიგეს, რამდენიმე მათგანს კი სამახსოვროდ ბურთიც დარჩა.

„სამეფო კლუბს“ ლა ლიგაში ბოლო 3 მატჩი ფრედ აქვს ნათამაშები და ლიდერ „ბარსელონას“ 2 ქულით ჩამორჩება. მადრიდელები ნაახალწლევს რთულ გასვლით მატჩს ჩაატარებენ და 4 იანვარს, დედაქალაქის გარეუბანში „ხეტაფეს“ ესტუმრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები