Aa
Aa

რიგით მეექვსედ - რონალდუ Dubai Globe Soccer-მა წლის ფეხბურთელად დაასახელა!

კრიშტიანუ რონალდუ ამჯერად Dubai Globe Soccer-მა გამოარჩია და წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. დუბაიში გუშინ გამართულ სპეციალურ გალა წარმოდგენას თავად პორტუგალიელი სუპერვარსკვლავიც დაესწრო და სცენიდან მოკლე განცხადებაც გააკეთა.

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ხმა მომცა. აქ ყოფნა და ამ ჯილდოს მიღება ჩემთვის დიდი პატივია. იმედი მაქვს, ამ სცენაზე მომავალ წელსაც შევხვდებით. კიდევ ერთხელ მადლობა ყველას და ახალ წელს გილოცავთ“.

წლის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დასახელდა, ხოლო ქალ ფეხბურთელთაგან საუკეთესო ლუსი ბრონზი გახდა. აღსანიშნავია, რომ FIFA-ს The Best-ის სამეულიდან მხოლოდ კლოპი დაემთხვა, რადგან დანარჩენ ორ ნომინაციაში მესიმ და მეგან რაპინომ იმარჯვეს.

Dubai Globe Soccer-ის ვერსიით, კრიშტიანუ წლის ფეხბურთელი მეექვსედ გახდა, იგი ამ წოდებას 2016 წლიდან მოყოლებული არ თმობს. რაც შეეხებათ სხვა გამარჯვებულებს, თითოჯერ ეს ჯილდო რადამელ ფალკაომ, ფრანკ რიბერიმ და ლიონელ მესიმ მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები