Aa
Aa

ისევ ტრავმა - მარეი AUS OPEN-ს გამოტოვებს

ენდი მარეის უიღბლობა გრძელდება და ბრიტანელ ვარსკვლავს განაცხადის მოხსნა ამჯერად ავსტრალიის ღია პირველობიდან მოუწია.

სააგენტო Reuters-ის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ მარეი წლის პირველ დიდი სლემის ტურნირს მენჯის ტრავმის გამო გამოაკლდება. მისი კორტზე დაბრუნების სავარაუდო პერიოდი თებერვლის პირველი რიცხვებია, როცა საფრანგეთში რამდენიმე შედარებით დაბალი კატეგორიის ტურნირი უნდა გაიმართოს.

32 წლის შოტლანდიელმა ავსტრალიის ღია პირველობა გასულ სეზონშიც გამოტოვა, ზოგადად იგი ამ გათამაშების ფინალში 5-ჯერაა გასული, თუმცა ტიტულის მოგება ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეძლო.

ენდი მარეიმ, ტრავმიანობის ფონზე, ოქტომბერში ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველი ტიტული მოიგო. მან ანტვერპენის ტურნირის ფინალში სტენ ვავრინკა დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები