Aa
Aa

კლოპი: "ჯერ არაფერი გადაწყვეტილა"

„ლივერპულმა“ პრემიერ ლიგაში 30-წლიანი უტიტულო სერიის დასრულებისკენ კიდევ ერთი მკვეთრი ნაბიჯი გადადგა, თუმცა იურგენ კლოპი თვლის, რომ გადაწყვეტილი არაფერია.

გერმანელმა სპეციალისტმა „ლესტერთან“ მოპოვებული 4:0 გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ მის გუნდს რთული კალენდარი აქვს და სხვა რაღაცებზე ფიქრის დრო არაა.

„ამ მატჩით არაფერი გადაწყვეტილა. ეს მხოლოდ ერთი შეხვედრა იყო, რომელიც ნამდვილად კარგი გუნდის წინააღმდეგ ჩავატარეთ. ერთადერთი რაც შეიცვალა - რიცხვებია, აქამდე სხვაობა 10 და 11 ქულა იყო, ახლა კი 13-ია. თუმცა, ჩვენ ამაზე არ უნდა ვიფიქროთ.

მომდევნო მატჩებში „ვულვზის“, „შეფილდის“, „ევერტონის“, „ტოტენჰემისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ თამაში მოგვიწევს, ეს კი სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მართლაც არაფერი გადაწყვეტილა. რიცხვები ბევრს არაფერს ნიშნავს.

ჩემპიონთა ლიგა, სუპერ თასი, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. ჩვენ ამ ტიტულებზე მოგვიანებით უნდა ვისაუბროთ, იქამდე კი კიდევ რაღაცები უნდა მოვიგოთ და შემდეგ ვნახოთ, როგორი შეგრძნება იქნება“.

„ლივერპულმა“ „ბოქსინგ დეიზე“ ზედიზედ 5 მატჩი ისტორიაში პირველად მოიგო. კლოპის გუნდმა 52 ქულა მოაგროვა და უახლოეს მდევარ „ლესტერს“ 13 ქულით უსწრებს. მერსისაიდელები 29 დეკემბერს „ენფილდზე“ „ვულვზსს“ უმასპინძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები