Aa
Aa

დიდი დაბრუნება?! - "მილანში" მშველელად ზლატანს ელიან

Sky Sport Italia-ს ცნობით, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა „მილანში“ დაბრუნება გადაწყვიტა და კლუბთან სიტყვიერ შეთანხმებას უკვე მიაღწია.

გამოცემის გავლენიანი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს თქმით, შვედ ფორვარდს ლომბარდიის მთავარ ქალაქში უახლოეს დღეებში ელოდებიან. იგი პირველი იანვრიდან თავისუფალი აგენტი გახდება და ახალ კლუბში გადასვლა სურვილისამებრ შეეძლება.

„იბრას“ ბოლო დროს ჟოზე მოურინიოს „ტოტენჰემსა“ და სინიშა მიხაილოვიჩის „ბოლონიას“ უკავშირებდნენ, თუმცა 38 წლის ვარსკვლავმა ყოფილ გუნდში დაბრუნება არჩია.

ზლატანი „მილანის“ მაისურით 2010-2012 წლებში თამაშობდა და კლუბთან ერთად 2011 წელს, სერია A მოიგო. „შავ-წითლებს“ ამჟამად რთული პერიოდი უდგათ და იტალიის ჩემპიონატში მე-11 ადგილზე არიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები