ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "ჩელსი" ბელგიის ნაკრების ფორვარდს მომავალ კვირას გაიფორმებს!

ბელგიის ნაკრებისა და "მარსელის" აწ უკვე ყოფილი ფორვარდი მიში ბატშუაი კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს. აღნიშნული ცნობა ბრიტანულმა skysports-მა გაავრცელა. 

22 წლის ბატშუაის სანაცვლოდ "ლურჯები" 33.2 მილიონ გირვანქა-სტერლინგს გადაიხდიან და ფეხბურთელი "არისტოკრატებთან" 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

ბელგიელმა თავდამსხმელმა "ლიგა 1"-ის გასულ სეზონში 36 მატჩში 17 გოლი შეაგდო. მის მიმართ ინტერესს "ტოტენჰემი", "ვესტ ჰემი" და "კრისტალ პალასი" იჩენდნენ. 

ეს, "ჩელსის" მწვრთნელი რანგში, ანტონიო კონტეს პირველი ტრანსფერია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები