Aa
Aa

"მეკარეს და მის ამ მოქმედებებს ვაკვირდები" - მესიმ ჯარიმების საიდუმლო ახსნა

ლიონელ მესი ლა ლიგის ოფიციალურ არხს ესაუბრა და საჯარიმო დარტყმების მისეული საიდუმლო ახსნა. ასევე საკუთარი ერთ-ერთი რეკორდი განსაკუთრებულად გამოარჩია.

„მახსოვს, ერთხელ სამუელ ეტო’ომ მითხრა, რომ დადგებოდა დღე, როცა გოლების გატანას დავიწებდი და შემდეგ ჩემი შეჩერება რთული გახდებოდა. ადრე უამრავი შანსი მექმნებოდა, მე კი მათ გამოყენებას ვერ ვახერხებდი.

შემდეგ კი დადგა ის მომენტი, როცა ეს პრობლემა გადავჭერი და მას შემდეგ გოლები სტაბილურად გამაქვს. ისეთი ჩემპიონატის ბომბარდირობა, როგორიც ლა ლიგაა, ნამდვილად განსაკუთრებულია. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო რეკორდია.

ბოლო დარტყმის შესრულებისას ყოველთვის მეკარეს ვაკვირდები. განსაკუთრებით ეს საჯარიმო დარტყმებს ეხება - ვუყურებ, იწყებს თუ არა მეკარე დარტყმამდე მოძრაობას, თუ არადა - როგორ რეაგირებს, როგორ აყენებს ცოცხალ კედელს. ბოლო დროს ამაზე ბევრს ვმუშაობ, ეს ყველაფერი სწორედ სწავლისა და ვარჯიშის შედეგია. შრომა უწყვეტი პროცესია და საჯარიმო დარტყმების დახვეწას პრაქტიკის დახმარებით ვცდილობ“.

„ბარსელონას“ კაპიტანმა 2019 წელს ჯამში 50 გოლი გაიტანა და მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის, 4 გოლით ჩამორჩა. მესიმ ლა ლიგის 465 მატჩში 432 გოლი შეაგდო და ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები