დიბალამ
Aa
Aa

დიბალამ "ლა ლიგის" გრანდი უარით გაისტუმრა

ტურინის "იუვენტუსის" არგენტინელმა თავდამსხმელმა, პაოლო დიბალამ კარიერის გაგრძელება მის ამჟამინდელ კლუბში გადაწყვიტა და "ბარსელონას" შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია "Grupo Mascardi"-ის დამფუძნებელმა გუსტავო მასკარდიმ გაავრცელა, რომელიც თავის დროზე პაოლო დიბალას "პალერმოდან "იუვენტუსში" გადასვლას ხელმძღვანელობდა.

"როდესაც მე დიბალასა და მის აგენტს ვეკონტაქტები, ვრწმუნდები რომ პაოლო სწორ გზაზე დგას. ერთი წლის წინ მისი შეძენა "მილანსა" და "ინტერს" სურდათ, თუმცა დიბალამ აირჩია გუნდი, სადაც ის გაცილებით უკეთესად განვითარდებოდა. მისი კარიერა "იუვენტუსში" ჯერ მხოლოდ იწყება.

რამდენიმე ხნის წინ, მისი შეძენა "ბარსელონას" სურდა და მასში იმაზე ორჯერ მეტს იხდიდა, ვიდრე თავის დროზე ეს "იუვენტუსს" გააკეთა. საუბარი დაახლოებით 80 მილიონ ევროზე იყო, თუმცა კატალონიურ კლუბში გადასვლა თავად ფეხბურთელმა არ მოინდომა და ვფიქრობ ის ძალიან სწორად მოიქცა" - განაცხადა გუსტავო მასკარდიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები