Aa
Aa

ლიუნგბერგი რჩება - არტეტამ სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა

„არსენალის“ თავკაცის პოსტზე მიკელ არტეტას სამწვრთნელო შბატში, ერთ-ერთი ასისტენტის ფუნქციას ფრედი ლიუნგბერგი შეასრულებს. ესპანელმა სპეციალისტმა შტაბის შემადგენლობა გუშინ საღამოს გამოაცხადა და მასში კიდევ ორი მეტ-ნაკლებად ცნობადი სახეა.

ლიუნგბერგის გარდა, არტეტას ალბერტ სტუივენბერგი და სტივ რაუნდი დაეხმარებიან. სტუივენბერგი ამჟამად უელსის ნაკრებში რაიან გიგზსაც ეხმარება, იქამდე კი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ლუი ვან გაალი ასისტენტი გახლდათ.

რაც შეეხება რაუნდს, არტეტა მას „ევერტონიდან“ იცნობს, სადაც სტივი დევიდ მოიესის შტაბში ასევე ასისტენტად მუშაობდა, შემდეგ კი „ასტონ ვილაში“ სპორტული დირექტორის როლი ჰქონდა.

37 წლის არტეტა „მეთოფეთა“ თავკაცის პოსტზე გასულ კვირას დაინიშნა, თუმცა „ევერტონთან“ გუნდს ლიუნგბერგი ხელმძღვანელობდა. ესპანელის დებიუტი 26 დეკემბერს, „ბორნმუთთან“ გასვლითი მატჩისას შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები