იტალიას 1/4 ფინალში 3 ფეხბურთელი დააკლდება?
Aa
Aa

იტალიას 1/4 ფინალში 3 ფეხბურთელი დააკლდება?

იტალიური გამოცემა football-italia ამ ქვეყნის ნაკრების ქომაგებისთვის არცთუ სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს. 

ანტონიო კანდრევას შემდეგ, რომელმაც ესპანეთთან მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა, "სკუადრა აძურას" ვარჯიშისას ნახევარდაცვის ერთ-ერთი ლიდერი დანიელე დე როსი დაუშავდა. 

როგორც Sky Sports Italia ამობობს, დე როსის მდგომარეობა იმდენად სერიოზულია, რომ იგი უახლოეს დღეებში ვარჯიშს ვერ შეძლებს და მისი საკითხი უშუალოდ თამაშის დღეს გადაწყდება.

აპენინელი ჟურნალისტების თქმით, თუკი დე როსი მატჩამდე მწყობრში ვერ ჩადგება, კონტეს ან სტეფანო სტურაროს ძირითადში გამწესება, ანდა ტაქტიკური მონახაზის შეცვლა და 3-4-3 სქმით თამაში მოუწევს. 

შეგახსენებთ, რომ იტალიელთა თავკაცი გერმანიასთან ვერც დისკვალიფიცირებულ ტიაგო მოტას დაიხმარს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები