Aa
Aa

ფელიქსის პირველი რეაქცია ტრანსფერზე: "Wow, ჩემი ფასი 126 მილიონი ევროა“

მადრიდის „ატლეტიკოს“ პორტუგალიელი შემტევი, ჟოაო ფელიქსი გამოცემა A Bola-ს მისი „როხიბლანკოში“ გადასვლის შესახებ ესაუბრა. 20 წლის შემტევმა საინტერესო კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ სატრანსფერო ფასის გაგებისას გაოცება ვერ დამალა.

„გუნდს თავისი სტილი აქვს და სიმეონე ფიქრობს, რომ მის სათამაშო ფილოსოსოფიის გარკვეულ ასპექტებში ცუდად არ გამოვიყურები, თუმცა გაუმჯობესებას ვსაჭიროებ.

ყოველდღიურად ვმუშაობ იმაზე, რომ უფრო სწრაფი გავხდე და მეტი გამძლეობა მქონდეს. ცხადია, პროგრესიც სახეზეა. თუ შრომას არ დაიზარებ, ზრდა-განვითარებას წინ ვერაფერი დაუდგება.

რაც შეეხება ჩემს რეაქციას, როცა ტრანსფერი შედგა და გავიგე, რომ ის 126 მილიონი ევრო დაჯდა, მომენტალურად გავიფიქრე: „Wow, ჩემი ფასი 126 მილიონი ევროა“.

ჟოაო ფელიქსმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 მატჩი 4 გოლი გაიტანა. იგი „ატლეტიკოს“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები