''რეალი'' ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესოა!
Aa
Aa

''რეალი'' ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესოა!

უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის, ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასის) ისტორიაში 30 საუკეთესო კლუბის სია გამოაქვეყნა.

ტურნირი, რომელიც 1955 წლიდან ტარდება, ყველაზე მეტჯერ მადრიდის ''რეალის'' გამარჯვებით დასრულდა. ''სამეფო კლუბი'' ტრიუმფატორად 13-ჯერ მოგვევლინა. მადრიდული კლუბი კიდევ რამდენიმე ფაქტითაა საუკეთესო, ''რეალმა'' ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასის) 50 სეზონში მიიღო მონაწილეობა.

''რეალმა'' ტურნირის ისტორიაში ყველაზე მეტი, 437 მატჩი ჩაატარა. მათგან 262 მოიგო, 76 ფრედ დაასრულა და 99 შეხვედრაში დამარცხდა. მადრიდის ''რეალი'' მოგებული შეხვედრების რაოდენობით ტურნირის ისტორიაში საუკეთესოა, მაგრამ წაგებული მატჩებით ბევრ გუნდს ჩამორჩება.

საუკეთესო 30 გუნდი ჩემპიონთა ლიგის (ჩემპიონთა თასის) ისტორიაში

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები