Aa
Aa

ნოიერი ფეხბურთში დარჩება? - რისი კეთება სურს "მანუს" კარიერის დასრულების შემდეგ?

მანუელ ნოიერი გერმანიის საზღვრებს გარეთ თამაშს არ გამორიცხავს, თუმცა იქვე ამბობს, რომ ამ ეტაპზე „ბაიერნიდან“ წასვლა ვერ წარმოუდგენია. გერმანელი მეკარის განცხადებით, მას ფეხბურთში ინტერესები კიდევ ბევრი აქვს და რაღაც განსაკუთრებულ გამოწვევას ელოდება.

„მე არასდროს მითქვამს, რომ კარიერას გერმანიაში დავასრულებდი, თუმცა არ ის მითქვამს, რომ ოდესმე „ბაიერნს“ დავტოვებდი. ამ ეტაპზე უცხოეთში სათამაშოდ წასვლა ვერ წარმომიდგენია, თუმცა ბიზნესში ყველაფერი სწრაფად იცვლება. შესაძლოა, ეს სისწრაფე ჩემზეც გავრცელდეს.

მოგვიანებით, განვიხილავდი სამსახურს, რომელსაც ჩემთვის გამოწვევის სახე ექნებოდა. ფეხბურთში დარჩენა და ისეთი საქმის კეთება მსურს, რომელიც ჩემი შთაგონება იქნება და მას აღფრთოვანებით მივუდგები“.

33 წლის მეკარეს ბავარიელებთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. როგორც გერმანული პრესა წერს, „რეკორდმაისტერმა“ მისი შემცვლელი უკვე შეიგულა და ზაფხულში „შალკედან“ 23 წლის ალექსანდრ ნიუბელს დაიმატებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები