მესი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს
Aa
Aa

მესი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე ხნის წინ, არგენტინის ნაკრების თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ფეხბურთელის ამ სურვილს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. საქმე იქმდეც კი მივიდა, რომ მარადონადან დაწყებული, მესის თვით არგენტინის პრეზიდენტმაც კი დაურეკა და ნაკრებში დარჩენა მოსთხოვა.

მიუხედავად ამისა, როგორც "El Mundo Deportivo" იუწყება, ფეხბურთელი საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს და როგორც ჩანს, მესისა და არგენტინის ნაკრების გზები საბოლოოდ გაიყარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები