უცხვირო
Aa
Aa

უცხვირო "იბრა" წარმოგიდგენიათ? - მის ქანდაკებას ცხვირი მოაჭრეს

საფეხბურთო კლუბ "მალმიოს" სტადიონის ტერიტორიაზე მდებარე ზლატან იბრაჰიმოვიჩის ქანდაკებას ცხვირი მოაჭრეს. ისიც სათქმელია, რომ ქანდაკების დაზიანება პირველად არ უცდიათ.

მას შემდეგ, რაც 9 ოქტომბერს შვედი ვარსკვლავის ქანდაკება გაიხსნა, ის თავდამსხმელების მსხვერპლი რამდენჯერმე გახდა. იყო შემთხვევა, როცა ქანდაკებას ტუალეტის სპრეი წაუსვეს, ერთხელ თავზე ნაჭერი შემოახვიეს. ეს ყველაფერი ქანდაკების ავტორმა გააპროტესტა, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია.

როგორც ადგილობრივები ვარაუდობენ, ფეხბურთელის ქანდაკებას "მალმიოს" მთავარი მეტოქის, "ჰამარბის" გულშემატკივრები ერჩიან, რომლებიც პერიოდულად ზღვარს გადადიან და "იბრას" გამოსახულებას სხვადასხვაგვარ დაზიანებებს აყენებენ.

38 წლის იბრაჰიმოვიჩის პროფესიონალური დებიუტი სწორედ "მალმიოში" შედგა, რომელიც მისი აღმზრდელი კლუბია.

"იბრა" დეკემბრის ბოლოს თავისუფალი აგენტი გახდება და როგორც იწერება, ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებაზე ფიქრობს. მის ტრანსფერზე "მილანი" და "ბოლონია" მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები