არდადეგები სამშობლოში - მესი შვებულების გასატარებლად როსარიოში ჩავიდა
Aa
Aa

არდადეგები სამშობლოში - მესი შვებულების გასატარებლად როსარიოში ჩავიდა

ლიონელ მესი როსარიოს აეროპორტში ფოტორეპორტიორებმა დააფიქსირეს. არგენტინელი სუპერვარსკვლავი მშობლიურ ქალაქში საშობაო არდადეგების გასატარებლად ჩავიდა.

როგორც მადრიდული AS-ი გვამცნობს, "ბარსას" კაპიტანი მეუღლე ანტონელასა და 3 შვილის გარდა, ლუის სუარესსა და მის ოჯახთან ერთად იმყოფება. "ბარსას" ორი მთავარი ვარსკვლავის ახლო მეგობრობის შესახებ კარგადაა ცნობილი.

იმის მიუხედავად, რომ ერნესტო ვალვერდე "ბარსას" ფეხბურთელთა დიდ ნაწილს 29 დეკემბერს შეკრებს, მესი საწვრთნელ პროცესს 2 იანვარს დაუბრუნდება და ლა ლიგის ეგიდით "ესპანიოლთან" 4 იანვარს გასამართი მატჩისთვის მზადებას შეუდგება.

ლიონელ მესიმ 2019-20 წლების სეზონის პირველ ნაწილში, ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე, ჯამში 18 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარი 15-ჯერ აიღო. 

მისი გუნდი ესპანეთის ჩემპიონატს 2-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, თავად მესი კი, 13 გოლით, ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია. კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში იტალიურ "ნაპოლის" შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები