როცა ფინალს 6 წლის შემდეგ პირველად აგებ -
Aa
Aa

როცა ფინალს 6 წლის შემდეგ პირველად აგებ - "ლაციოსთან" რონალდუს სერია დასრულდა...

კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველი ფინალური შეხვედრა წააგო. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გუნდი იტალიის სუპერთასის მატჩში რომის „ლაციოსთან“ 1:3 დამარცხდა.

საკლუბო და სანაკრებო დონეზე, რონალდუს ბოლო 12 ფინალი მოგებული ჰქონდა, უკანასკნელად, როცა იგი გადამწყვეტ თამაშში გამარჯვებული არ გამოვიდა, 2013 წლის 17 მაისს გამართული „ატლეტიკოსთან“ ესპანეთის თასის ფინალი იყო. მაშინ მისი „რეალი“მეტოქესთან 1:2 დამარცხდა.

ამ პერიოდში განსაკუთრებულად გამოსარჩევი ტიტულები 3-ჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი და ერთა ლიგის პირველი გათამაშებაა.

34 წლის შემტევმა „იუვენტუსთან“ ერთად ჩატარებული პირველი ფინალური მატჩი გასულ წელს მოიგო - იტალიის სუპერთასზე „მილანთან“ „ბიანკონერიმ“ სწორედ რონალდუს გოლით იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები