Aa
Aa

თასით ხელდამშვენებულები - "ლივერპული" სამშობლოში დაბრუნდა

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული „ლივერპული“ ყატარიდან საკუთარ ქალაქში დაბრუნდა.

ტრაპიდან თასით ხელდამშვენებული მერსისაიდელთა კაპიტანი, ჯორდან ჰენდერსონი დაეშვა, რომელმაც თვითმფრინავიდან პირდაპირ კლუბის ავტობუსისკენ გადაინაცვლა.

იურგენ კლოპის გუნდმა ტურნირის 1/2 ფინალში - მექსიკურ „მონტერეის“, ხოლო ფინალში ბრაზილიურ „ფლამენგოს“ მოუგო. ორივე შეხვედრაში გადამწყვეტი გოლი ბობი ფირმინომ შეაგდო.

„წითლებმა“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ტიტული ისტორიაში პირველად მოიგეს, ამიერიდან კი კვლავ პრემიერ ლიგის მატჩებზე გადაერთვებიან და 26 დეკემბერს „ლესტერს“ ესტუმრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები