ტოტენჰემი 0:2 ჩელსი - ლამპარდმა მოურინიო ყველა კომპონენტში დაჩაგრა (VIDEO)
Aa
Aa

ტოტენჰემი 0:2 ჩელსი - ლამპარდმა მოურინიო ყველა კომპონენტში დაჩაგრა (VIDEO)

პრემიერლიგის მე-18 ტურში ცენტრალური ჯახი ლონდონში შედგა. „ტოტენჰემმა“ „ჩელსის“ უმასპინძლა და უშანსოდ 0:2 დამარცხდა.

ფრენკ ლამპარდმა ჟოზე მოურინიოს გასაქანი არ მისცა. მთელი მატჩის განმავლობაში „არისტოკრატები“ დომინირებდნენ და ბურთს ძალიან დამაჯერებლად აკონტროლებდნენ.

მატჩი ვილიანის ბენეფისად იქცა. ბრაზილიელმა დუბლი გაიფორმა და თავისი კლასი კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

აღსანიშნავია, რომ ლამპარდმა 3-5-2 ტაქტიკური სქემა პირველად გამოიყენა და ეს მოურინიოს გუნდის წინააღმდეგ გააკეთა.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ჩელსი“ 32 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება და მე-7 ადგილოსან „ტოტენჰემს“ 6 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები