დღის ადამიანი - ლუკაკუს 2 ღირსეული ქმედება 1 შეხვედრაში
Aa
Aa

დღის ადამიანი - ლუკაკუს 2 ღირსეული ქმედება 1 შეხვედრაში

''ლუკაკუ ფანტასტიკური პიროვნებაა. მან პენალტის დარტყმის უფლება მე დამითმო, დიდი მადლობა მას, ამ გოლს დედას ვუძღვნი'' - აღნიშნა მილანის ''ინტერის'' 17 წლის ფეხბურთელმა სებასტიანო ესპოზიტომ ''ჯენოასთან'' მოგებული შეხვედრის შემდეგ.

სერია ა-ს მე-17 ტურში ''ინტერმა'' ''ჯუზეპე მეაცაზე'' ''ჯენოა'' 4:0 გაანადგურა. 64-ე წუთზე ლუკაკუს პენალტი უნდა დაერტყა, თუმცა თავისი ნებით გოლის გატანის შესანიშნავი შანსი 17 წლის ესპოზიტოს დაუთმო.

2002 წელს დაბადებულმა ესპოზიტომ სერია ა-ში მეოთხე მატჩი ჩაატარა, შანსი გამოიყენა და იტალიის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი გაიტანა.

26 წლის ლუკაკუ სერია ა-ს შესანიშნავად შეეწყო, იტალიის ჩემპიონატის 17 მატჩში 12 გოლი გაიტანა. მათგან 2 გოლი სწორედ ''ჯენოასთან'' შეხვედრაში შეაგდო.

''ჯენოასთან'' მატჩში ლუკაკუ კიდევ ერთი ფაქტით იყო გამორჩეული, მან ყოფილი თანაგუნდელის, მემფის დეპაის მიმართ თანადგომა გამოხატა. დეპაიმ მძიმე ტრავმა მიიღო და სოლიდარობის ნიშნად ლუკაკუმ გოლი იმ სტილში აღნიშნა, როგორც დეპაი აღნიშნავს ხოლმე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები