ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "გუარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და ეს მან დაამტკიცა"

ზინედინ ზიდანმა თავის გუნდზე დასმული კითხვების შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ მერვედფინალში შეხვედრაზეც ისაუბრა და პეპ გუარდიოლას მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

„მე მას ვატივს ვცემ, როგორც მოთამაშესა და როგორც მწვრთნელს. ვფიქრობ, ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია და ეს მან დაამტკიცა.

„რეალისა“ და „სიტის“ მატჩი განსაკუთრებული იქნება, რადგან მე გუარდიოლას წინააღმდეგ უკვე მითამაშია. რა თქმა უნდა, მე მისი გუნდის წინააღმდეგ თამაში დიდ სიამოვნებას მანიჭებს“, - ზიზუს სიტყვებს Sport-ი ავრცელებს.

ზიზუს შესახებ თავისი მოსაზრება რამდენიმე დღის წინ გუარდიოლამაც გამოთქვა და არანაკლებ თბილად ისაუბრა:

„მე ზიდანთან ერთად თამაშზე ვოცნებობდი, მაგრამ ეს არასდროს მომხდარა. მასთან ბევრი არ მისაუბრია, მაგრამ ჩემი შეხედულება ასეთია - ის დიდებული პიროვნებაა. მისით აღფრთოვანებული ვარ. შესანიშნავია, როდესაც ასეთი ადამიანები არსებობენ. მასთან კიდევ ერთხელ შეხვედრა დიდი პატივი იქნება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები