ისტორიაში პირველად -
Aa
Aa

ისტორიაში პირველად - "ლივერპული" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია!

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მძიმე და საკმაოდ დაძაბული მატჩი ვიხილეთ. „ლივერპულმა“ „ფლამენგოს“ გატეხვა მხოლოდ დამატებით ტაიმებში 99-ე წუთზე ბობი ფირმინოს გოლით შეძლო.

„მერსისაიდელებმა“ თავიანთი არსებობის ისტორიაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი პირველად მოიგეს.

ჟორჟე ჟესუსის გუნდმა საკმაოდ კარგად ითამაშა და ბურთს 52%-ით აკონტროლებდა, თუმცა ბრაზილიელებმა მომენტები საჭირო რაოდენობით ვერ შექმნეს. მათ შანსი მხოლოდ 119-ე წუთზე მიეცათ, მაგრამ ლინკოლნმა ხელსაყრელი პოზიციიდან ძალიან ცუდად დაარტყა.

„ფლამენგომ“ პირველი ტაიმი ყველაზე კარგად ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ არცერთ გუნდს ზუსტი დარტყმა არ ჰქონდა, ბრაზლიელები უკეთესად გამოიყურებოდნენ. შემდეგ, ეტაპობრივად მათ დაღლა დაეტყოთ და ევროპულმა ფიზმომზადებამ მაინც თავისი ქნა. დროის გასვლასთან ერთად „მერსისაიდელებმა“ მეტი მომენტის შექმნა დაიწყეს და საბოლოოდ სრულიად დამსახურებულადაც მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები