სიტი 3:1 ლესტერი -
Aa
Aa

სიტი 3:1 ლესტერი - "ქალაქელებმა "მელიებს" ბურთი დაუმალეს (VIDEO)

პრემიერლიგის მე-18 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ლესტერს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

ბრენდან როჯერსის გუნდმა მატჩი კარგად დაიწყო და 22-ე წუთზე ჯეიმი ვარდის გოლით დაწინაურდა კიდეც.

„მელიების“ ლიდერობა სულ 8 წუთს გაგრძელდა. რიად მაჰრეზმა წონასწორობა აღადგინა. 43-ე წუთზე კი ილკაი გიუნდოგანის ზუსტი პენალტის შედეგად, „ქალაქელები“ შესვენებაზე კომფორტული ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარში „სიტიმ“ თავისი თამაში ითამაშა და 69-ე წუთზე მატჩის ბედიც გადაწყვიტა. კევინ დე ბრუინის გადაცემის შედეგად გოლის ავტორი გაბრიელ ჟესუსი გახდა.

მეორე ტაიმში „ლესტერმა“ კარისკენ მხოლოდ 1-ჯერ დაარტყა და ისიც არაზუსტად. პეპ გუარდიოლას გუნდმა დამსახურებული 3 ქულა გაიფორმა და „მელიებთან“ ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები