Aa
Aa

ვარსკვლავები აბუ დაბიში - შარაპოვამ საჩვენებელ მატჩში ტომლიანოვიჩს მოუგო

საჩოგბურთო სამყარო ახალი სეზონისთვის ემზადება, რომლის მოსამზადებელი ეტაპის ერთ-ერთი ნაწილი აბუ დაბიშია, სადაც ამჟამად სხვებთან ერთად, მარია შარაპოვა, ნოვაკ ჯოკოვიჩი, რაფაელ ნადალი და სტეფანოს ციციპასი იმყოფებიან.

არაბი გულშემატკივარის თვალწინ გუშინ ერთი საჩვენებელი მატჩი გაიმართა, რომელშიც შარაპოვა ფედერაციის თასის გამარჯვებულ ავსტრალიელ აილა ტომლიანოვიჩს დაუპირისპირდა.

32 წლის რუსი ვარსკვლავი ორივე სეტის დასაწყისში ბრეიკით ჩამორჩა, თუმცა სხვაობის აღმოფხვრა ორივე შემთხვევაში შეძლო და 6:4; 7:5 იმარჯვა. ჩოგბურთის არაბი გურმანები კორტზე ასევე ნადალს, ჯოკოვიჩს, ციციპასს, ხაჩანოვს, რუბლიოვსა და ჰიონ ჩუნსაც იხილავენ.

დიდი სლემის 5-გზის ჩემპიონ შარაპოვას უმაღლესი კატეგორიის საჩოგბურთო ტურნირი 2014 წლის „როლან გაროსის“ შემდეგ არ მოუგია. დოპინგ სკანდალის გარდა, ეს ტრავმიანობასაც უკავშირდება. „მაშა“ ამჟამად ჯანმრთელადაა და 2020 წლის სეზონისთვის სრული დატვირთვითა და ახალი იმედებით ემზადება.

მომავალი საჩოგბურთო სეზონი იანვრის პირველსავე კვირას, ავსტრალიური ტურნირებით გაიხსნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები