Aa
Aa

"ჯიჯის" ახალი მიღწევები - დელ პიეროს გადაასწრო და მალდინის გაუთანაბრდა

გენუის „სამპდორიასთან“ ჩატარებული გუშინდელი მატჩით, ჯანლუიჯი ბუფონმა ორი მნიშვნელოვანი რეკორდი დაამყარა. ლეგენდარული მეკარე პაოლო მალდინის მაჩვვენებელს გაუთანაბრდა, ხოლო ალექსანდრო დელ პიეროს რეკრდი გააუმჯობესა.

ბუფონმა იტალიის ჩემპიონატში 647-ე შეხვედრა გამართა, რაც აქამდელი რეკორდსმენის, მალდინის რეკორდის იდენტურია. „ჯიჯის“ აბსოლუტური რეკორდის დამყარების შანსი უქმეებზე „კალიარისთან“ მატჩისას ექნება. თუმცა, ეს ვოიცეხ შესნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეცაა დამოკიდებული.

რაც შეეხება დელ პიეროს მაჩვენებელის გაუმჯობესებას, „პინტურიკიოს“ „იუვეს“ მაისურით სერია A-ში 478 თამაში აქვს ჩატარებული, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგი იყო. ბუფონმა კი იტალიის ჩემპიონატში „ბიანკონერის“ ღირსება 479-ედ დაიცვა.

„ჯიჯიმ“ სერია A-ში 1995 წლიდან თამაშობს და ტურნირის ეგიდით ჯამში 296 მშრალი მატჩი აქვს, მისი კარი კი 523-ჯერ აიღეს.

აქვე დავამატოთ, რომ „იუვენტუსი“ ბუფონთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებებს მართავს და დიდი შანსია, მხარებმა 2021 წლის ზაფხულამდე ითანამშრომლონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები