Aa
Aa

"ჯორდანივით" - რონალდუ 2.56 მეტრიდან გატანილ გოლს გამოეხმაურა

კრიშტიანუ რონალდუ "სამპდორიასთან" გატანილ სუპერგოლს "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. 2.56 მეტრი სიმაღლიდან გატანილი გოლის შემდეგ პორტუგალიელმა თავი მაიკლ ჯორდანს შეადარა და პოსტს თვითმფრინავის ემოჯი დაურთო.

"CR7 AIR JORDAN!!!✈️????#forzajuve #finoallafine". - ავრცელებს გოლის მომენტში გადაღებულ ფოტოებს რონალდუ. 

 

34 წლის პორტუგალიელმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი შეაგდო, მისმა გუნდმა კი "სამპას" 2:1 მოუგო, რითაც სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე გადაინაცვლა - "ინტერს" 1 მატჩით ნაკლები აქვს.

ტურინელები საუდის არაბეთში მიემგზავრებიან, სადაც 22 დეკემბერს იტალიის სუპერ თასის ეგიდით "ლაციოს" წინააღმდეგ ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები