Aa
Aa

"ელ კლასიკო" გოლის გარეშე - ზიდანმა ვალვერდეს აჯობა, თუმცა 3 ქულას მეტი სჭირდებოდა

წლის პირველი და გადადებული „ელ კლასიკო“ „კამპ ნოუზე“ ფრედ 0:0 დასრულდა. ამ შედეგს ბევრი მიზეზი ჰქონდა.

პირველ რიგში უნდა ვახსენოთ პოლიტიკურად ძალიან დაძაბული გარემო, რომელიც მთელს ქალაქში და სტადიონზეც იგრძნობოდა. აქედან გამომდინარე ორივე გუნდმა აქცენტი არწაგებაზე გააკეთა და ეს მატჩის სცენარიდანაც ნათლად ჩანდა.

ზიდანმა პირველი ტაიმი ვალვერდეს პირწმინდად მოუგო და ამის მიზეზი მის მიერ შერჩეული ნახევარდაცვა იყო. ფედე ვალვერდემ ის უპირატესობა შექმნა, რომელზეც ჩვენ მტჩამდე ვსაუბრობდით.

ვალვერდე თავის მხრივ შეცდა, რომ ბუსკეცის არყოფნაში ვიდალს არ ენდო და მოედნის ცენტრში დე იონგი-რაკიტიჩი-სერხი რობერტოს ტრიო გამოიყენა. მათ აქამდე ერთად არასდროს უთამაშიათ.

მეორე ტაიმში „რეალს“ კარში აღარ დაურტყამს. მოედანზე ვიდალი გამოჩნდა და „ბარსამ“ თამაში გაათანაბრა. მომენტებში ბრწყინვალე იყო მესი, რომელმაც 2 მარტივი პასით თითქმის გოლი შექმნა, მაგრამ გუნდელებმა შეტევა ვერ დააგვირგვინეს.

საგოლე მომენტები ორივე კართან იყო, თუმცა გადამწყვეტი უპირატესობა ვერცერთმა გუნდმა ვერ მოიპოვა და საბოლოოდ ლოგიკური შედეგი მივიღეთ.

ეს იყო 2002 წლის შემდეგ პირველი „კლასიკო“, რომელიც „კამპ ნოუზე“ გაიმართა და გოლის გატანა ვერცერთმა გუნდმა ვერ შეძლო. აქამდე მინიმუმ ერთი ბურთი მათ აუცილებლად გაჰქონდათ.

ჯამში, ზიდანმა ვალვერდეს ტაქტიკურად აჯობა, მაგრამ თამაშის მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები