კრიშტიანუ:
Aa
Aa

კრიშტიანუ: "რატომ არ ვიზეიმე ხორვატიასთან გამარჯვება"?

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ ჟურნალისტებთან ახსნა, რატომ არ იზეიმა ხორვატიასთან დამატებით დროში მოპოვებული გამარჯვება.

"ძალიან გახარებული ვიყავი, თუმცა, როდესაც დავინახე როგორ განიცდიდა წაგებას ლუკა მოდრიჩი, აღტაცების გამოხატვა არ შემეძლო. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და მოვალე ვიყავი იგი გამემხნევებინა". - განაცხადა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრები "ევრო 2016"-ის 1/4 ფინალურ შეხვედრას 30 ივნისს პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს. თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები