Aa
Aa

მატჩის არგადადების ეფექტი - ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდული "ლივერპული" თასს 0:5 მარცხით გამოეთიშა

Carabao Cup-ის 1/4 ფინალურ ეტაპზე, „ლივერპულმა“ „ასტონ ვილასთან“ ძირითადი გუნდის გარეშე ითამაშა, 0:5 წააგო და ტურნირს გამოეთიშა.

მერსისაიდელთა მთავარი გუნდი ყატარში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იმყოფება, თასის მატჩში კი მათი რიგები 23-წლამდელებმა შეავსეს და ნილ კრიტჩლის ხელმძღვანელობით ითამაშეს.

„წითლებმა“ თავიანთ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდული თერთმეტეულით ითამაშეს, ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 19 წელი და 182 დღე იყო.

ბირმინგემელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და პირველი ტაიმი 4-ბურთიანი სხვაობით მოიგეს, რასაც მატჩის ბოლოს კიდევ ერთი გოლი მიამატეს. მასპინძელთაგან თავი ჰურიჰეინმა, ვესლიმ და დუბლით კოჯიამ გამოიჩინეს, ერთი გოლი კი ბოიესმა საკუთარ კარში შეაგდო. ნახევარფინალში „ვილას“მეტოქე ოდნავ მოგვიანებით გაირკვევა.

რაც შეეხება „ლივერპულის“ მთავარ გუნდს, ის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ მატჩს, მექსიკური „მონტერეის“ წინააღმდეგ, დღეს, 21:30 საათიდან გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები