ოფიციალურად: უნაი ემერი
Aa
Aa

ოფიციალურად: უნაი ემერი "პსჟ"-ს მწვრთნელია!

მას შემდეგ, რაც ლორან ბლანმა "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა, კლუბმა ახალი თავკაცი, უნაი ემერი წარადგინა. 

44 წლის ესპანელმა სპეციალისტმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გააფორმა, თუმცა ახალ ამპლუაში კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 

ემერი აქამდე "ლორკა დეპორტივოში", "ალმერიაში", "ვალენსიაში", მოსკოვის "სპარტაკსა" და "სევილიაში" მუშაობდა.

სწორედ "სევილიაზე" მოდის ემერის მთელი ტიტულატურა. მან ანდალუსიელებთან ერთად, "ევროპის ლიგის" მოგება ზედიზედ ორჯერ მოახერხა. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები