Aa
Aa

"ეს დიდი დარტყმა იქნება" - მემფისი "ევრო 2020"-საც გამოტოვებს?

დიდი შანსია, მემფის დეპაისთვის მიმდინარე საფეხბურთო სეზონი დასრულებული იყოს და მან ვერც „ევრო 2020“-ზე გამოსვლა შეძლოს.

25 წლის ნიდერლანდელის ჯანმრთელობის შესახებ „ლიონის“ სპორტულმა დირექტორმა, ჟუნინიომ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბი საბოლოო სამედიცინო დასკვნას ელოდება.

„არსებობს შანსი, რომ ჯვარედინი მყესების დაზიანებასთან გვქონდეს საქმე, რადგან მატჩის შემდეგ, გასახდელში, ჩვენმა გამოცდილმა ექიმებმა სწორედ ეს ვარაუდი გამოთქვეს. ჯერჯერობით სამედიცინო დასკვნას ველოდებით, რის შემდეგაც ყველაფერი უფრო ზუსტად გვეცოდინება.

თუ ვარაუდი გამართლდა, მემფისს ამ სეზონში მოედანზე ვეღარ ვიხილავთ, ეს კი ჩვენი გუნდისთვის დიდი დარტყმა იქნება, რადგან იგი „ლიონის“ ლიდერია“.

დეპაიმ ტრავმა გასულ უქმეებზე, „რენთან“ მატჩისას მიიღო. მას ლიგა 1-ს მიმდინარე სეზონში 9 გოლი აქვს გატანილი, ჩემპიონთა ლიგაზე კი თავი 5-ჯერ გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები