Aa
Aa

"ქართული გამოცემებისგან ასეთი სათაურები ძალიან საწყენია" - ბასილაშვილი წყენას არ მალავს

მას შემდეგ, რაც გერმანულ ტელეარხ ZDF-ზე ჩოგბურთში ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებით სიუჟეტი გავიდა, რამდენიმე უცხოურმა გამოცემამ ნიკოლოზ ბასილაშვილი ეჭვმიტანილად შერაცხა, რაც ქართული გამოცემების სათაურებშიც მოხვდა. ბასილაშვილი ფაქტს "ფეისბუქზე" გამოეხმაურა.

"ცრუ ინფორმაცია ჩემ შესახებ, გაუგებარ იტალიურ ვებგვერდზე დაყრდნობით. ქართული სპორტული გამოცემებისგან ასეთი სათაურები ძალიან საწყენია". - წერს ბასილაშვილი.

მსოფლიოს მასშტაბით, ჩაწყობილ მატჩებში 135 მოთამაშეა ეჭვმიტანილი , რომელთა წინააღმდეგაც გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთ-ერთი მამაკაცთა რეიტინგის საუკეთესო 30-ეულის წევრია, რომლის ანგარიშზეც ATP-ის 3 ტიტულია.

ამჟამინდელ TOP 30-ში 5 ისეთი ჩოგბურთელია, რომლის აქტივშიც 3 მოგებული ტურნირია, ერთ-ერთი ასეთი კი ნიკა ბასილაშვილი გახლავთ. ქართველის გარდა, დანარჩენი მოთამაშეები ალექს დე მინაური, დიეგო შვარცმანი, მატეო ბერეტინი და ბენუა პერი არიან.

შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს ბასილაშვილმა მარჯვენა ხელის იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა და თვე-ნახევრიანი რეაბილიტაციის შემდეგ საწვრთნელ პროცესს თანდათან უბრუნდება. ქართველი ჩოგბურთელი 2020 წლის სეზონისთვის ემზადება, რომელიც 3 იანვრიდან, ავსტრალიური ტურნირებით გაიხსნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები